ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ორდღიანი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა, რომლის ძირითადი მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება. მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის საკითხს, მაშინ როდესაც ისრაელი სამხედრო ექსპორტის გაზრდას ცდილობს. როგორც ისრაელის მთავრობაში განმარტავენ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გზას გაუხსნის ახალ…
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა — Cnoba
Metronome
სიახლე
25 Feb 2026, 11:19
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ორდღიანი ვიზიტით ისრაელში ჩავიდა, რომლის ძირითადი მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება. მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის საკითხს, მაშინ როდესაც ისრაელი სამხედრო ექსპორტის გაზრდას ცდილობს. როგორც ისრაელის მთავრობაში განმარტავენ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გზას გაუხსნის ახალ პარტნიორობასა და თანამშრომლობას მრავალ სფეროში. ნარენდრა მოდი მოგვიანებით, ქნესეტს სიტყვით მიმართავს.