გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა — Cnoba
ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო. ბრალდების მხარის შუამდგომლობის მიხედვით, რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც, გახარიას მიმართ შეფარდებული მკაცრი ღონისძიება შეიცვლებოდა, არ გამოვლენილა. აღნიშნულს დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მათი განმარტებით, გახარიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და გახარიას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ. ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე… The post გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.