ზელენსკი არის უმადური ადამიანი – შალვა პაპუაშვილი — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 25 Feb 2026, 10:30

“ქართული ოცნების” ლიდერი, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტს “უმადურ ადამიანს” უწოდებს. როგორც მან ქართველ ჟურნალისტებთან თქვა, “ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს”. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. არც ზელენსკი და მისი მოადგილეები, არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის უმადური ხალხი. სად იყო ბრიტანეთი ზელენსკიმ რომ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ის არის უმადური […] The post ზელენსკი არის უმადური ადამიანი – შალვა პაპუაშვილი appeared first on ODISHINEWS.

“ქართული ოცნების” ლიდერი, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტს “უმადურ ადამიანს” უწოდებს.

როგორც მან ქართველ ჟურნალისტებთან თქვა, “ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს”.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. არც ზელენსკი და მისი მოადგილეები, არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის უმადური ხალხი. სად იყო ბრიტანეთი ზელენსკიმ რომ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ის არის უმადური ადამიანი. ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ. ყველას გაგახსენებთ, ელჩი გაიწვია იმის გამო, აქედან ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. ასე რომ მადლობა თქვან, მაგრამ მაგათი მადლობა საერთო ჯამში, დიდად აღარ გვჭირდება. ჩვენ უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

The post ზელენსკი არის უმადური ადამიანი – შალვა პაპუაშვილი appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური