ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 25 Feb 2026, 10:21

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულ ქორწინების სახლს ანგრევენ. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღო. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, შენობის დემონტაჟი ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის საფუძველზე განხორციელდა, გარდა ამისა, ეს ბათუმელების მოთხოვნაც იყო. „ქორწინების სახლი თავისი მოცულობითა და განლაგებით ზღუდავდა ბულვარის მთავარი შესასვლელის სივრცით აღქმას, ასევე, ამორტიზებული შენობა-ნაგებობა არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს, რის საფუძველზეც იგი შეტანილ იქნა განაშენიანების გეგმით განსაზღვრულ სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაში. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლი შეიმუშავებს ახალ კონცეფციას და ქორწინების სახლი ახალ ბულვარში ალტერნატიულ ადგილას აშენდება“, – წერია აჭარის მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში. The post ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური