“ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე — Cnoba

Alia სიახლე 25 Feb 2026, 09:26

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე: “ოცნების” მთავრობის მოწოდება, რომ ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს “იმედთან” და “პოსტივისთან” თანამშრომლობა, სინამდვილეში ნიშნავს სახელმწიფოს ანუ ხალხის ფულით ამ ორი რუსული არხის შენახვას. მანამდეც არ აკლებდა რეკლამას საბიუჯეტო ორგანიზაციები ამ ტელევიზიას, მაგრამ ეს ფული ხელფასებსაც კი არ ჰყოფნიდა, ძირითადი დაფინანსება ივანიშვილ-რუხაძისგან მოდიოდა. 500 მილიონი ლარი აქვს დავალიანება იმედს […] The post “ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე appeared first on .

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

“ოცნების” მთავრობის მოწოდება, რომ ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს “იმედთან” და “პოსტივისთან” თანამშრომლობა, სინამდვილეში ნიშნავს სახელმწიფოს ანუ ხალხის ფულით ამ ორი რუსული არხის შენახვას.

მანამდეც არ აკლებდა რეკლამას საბიუჯეტო ორგანიზაციები ამ ტელევიზიას, მაგრამ ეს ფული ხელფასებსაც კი არ ჰყოფნიდა, ძირითადი დაფინანსება ივანიშვილ-რუხაძისგან მოდიოდა. 500 მილიონი ლარი აქვს დავალიანება იმედს ამ პირებთან დაკავშირებული კომპანიების, მათ შორის ქართუბანკის წინაშე. “იმედის” აქტივები მხოლოდ 25 მილიონი ლარია, ვალდებულებები კი ნახევარი მილიარდი.

“იმედს” ხელოვნური სუნთქვით ვერ გადაარჩენ. ვინც მასთან ითანამშრომლებს განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს” ან რუხაძე “ლიბერთის”(სადღაც ხომ უნდა ჰქონდეს ანგარიშები გახსნილი, თუნდაც ლარებში)? ეჭვი მეპარება.

ბრიტანულ სანქციებს რომ ევროპული და ამერიკული მოჰყვება, ნურც ამაში შეგეპარებათ ეჭვი. არც ბრიტანულის სჯეროდა ზოგიერთებს, მაგრამ ხომ მოხდა?

რაც მოსახდენია, მოხდება. ეს მერფის დაუწერელი კანონია.

The post “ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე appeared first on .


რელევანტური