ებოლას ლეტალობა 20-50%-ია – კონგოსა და უგანდაში ვირუსის აფეთქებაა
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე ებოლას ვირუსთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ საუბრობს. იგი ხსნის, თუ რატომ არის აღნიშნული ვირუსი განსაკუთრებით საშიში და საყურადღებო. „ლეტალობის მაჩვენებელი არის 20-50%, მკურნალობა არ არსებობს დადასტურებული და ნებადართული, არ არსებობს არც ვაქცინა. ამით არის გამოწვეული ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი“, – ამბობს ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“. „ებოლა საშიში ვირუსია, თუმცა მას ახასიათებს ლოკალურად გავრცელება – სულ რამდენიმე ქვეყანაშია დაფიქსირებული. პირველი რაც მნიშვნელოვანია, თუ რატომ არის ამ ვირუსის მიმართ უფრო მეტი ყურადღება, ეს არის მისი განსაკუთრებული ვარიანტი, ებოლას ვირუსის, რომლის საწინააღმდეგო არც… The post ებოლას ლეტალობა 20-50%-ია – კონგოსა და უგანდაში ვირუსის აფეთქებაა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →