სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (ჩხოროწყუ, გობეჩიას ქ. N4). შემოწმებისას გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შეუსაბამობა, ზედაპირებისა და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები.
დადგინდა, რომ მეწარმე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას.
გამოვლენილი დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და ობიექტს საქმიანობა შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ ცხელ ხაზს – 1501.
სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას აგრძელებს.