რუსთავი-გაჩიანის გზაზე მანქანა დაიწვა
მაგისტრალზე მოძრავ ტრაილერს ცეცხლი წაეკიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლმა მოასწრო ავტომობილის დატოვება და ის უვნებლად გადარჩა. სატვირთო ავტომობილი მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე მანქანა.
იხილე სრულად: mcm.ge ↗