დარღვევა დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა, საჯარიმო თანხა კი1 მილიონ ლარზე მეტია — Cnoba

MegaTV სიახლე 25 Feb 2026, 07:33

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია. ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან, დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა. ბენზინის სინჯები კი სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ მაჩვენებლებს. გამოვლენილ დარღვევებზე დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია. მასალები […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია.

ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან, დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა. ბენზინის სინჯები კი სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

გამოვლენილ დარღვევებზე დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარზე მეტია.

მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლო უწყებებში გადაიგზავნა.

საავტომობილო საწვავის ხარისხის რეგულარული ინსპექტირების შედეგი ის არის, რომ დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება.


რელევანტური