ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა
ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
იხილე სრულად: mcm.ge ↗