რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სატყეო რეფორმა განიხილეს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 25 Feb 2026, 06:06

სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებების განხილვის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავებული სატყეო რეფორმის მთავარი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა. სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასი, ასევე გაზრდილია რეგიონული სატყეო სამსახურებისა და ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო, რაც უდავოდ ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას და ამავდროულად, პროფესიისადმი ინტერესს. „სატყეო სექტორში… The post რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სატყეო რეფორმა განიხილეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური