სასკოლო ფორმებზე გამარტივებული შესყიდვა განმეორებით გამოცხადდა
განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ საჯარო სკოლებისთვის სასკოლო ფორმების შესყიდვაზე გამარტივებული შესყიდვა განმეორებით გამოაცხადა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, განმეორებითი ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 45 658 840 ლარით განისაზღვრა. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის ჯამში 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის მიწოდებაა დაგეგმილი. მიწოდების პროცესი სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს — პირველ ეტაპზე 301 ათასი ერთეული 25 აგვისტომდე უნდა ჩაიბარონ, მეორე ეტაპზე 600 ათასი ერთეული 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე ეტაპზე 900 ათასი ერთეულის მიწოდება 30 ნოემბრამდეა განსაზღვრული. შეგახსენებთ, რომ „საგანმანათლებლო რესურსებმა“ აღნიშნული შესყიდვისთვის ბაზრის კვლევა პირველად 2026 წლის 3… The post სასკოლო ფორმებზე გამარტივებული შესყიდვა განმეორებით გამოცხადდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →