სიახლე

მთავრობამ 26 მაისის ღონისძიებების დასაფინანსებლად თანხა გაზარდა – 10 უწყებას 9 მლნ ლარამდე გამოეყო

GuriaNews

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გაიზარდა. კერძოდ, 8 მაისის განკარგულებით იგეგმებოდა 8,081,647 ლარის უზრუნველყოფა, ხოლო 18 მაისის განკარგულებით ეს თანხა 8 954 107 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. მათ შორის: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის – 2 422 778 ლარი კულტურის სამინისტროსთვის – 2 მლნ ლარი რეგიონი განვითარების […] The post მთავრობამ 26 მაისის ღონისძიებების დასაფინანსებლად თანხა გაზარდა – 10 უწყებას 9 მლნ ლარამდე გამოეყო appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა გაიზარდა. კერძოდ, 8 მაისის განკარგულებით იგეგმებოდა 8,081,647 ლარის უზრუნველყოფა, ხოლო 18 მაისის განკარგულებით ეს თანხა 8 954 107 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

მათ შორის:

  1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის – 2 422 778 ლარი
  2. კულტურის სამინისტროსთვის – 2 მლნ ლარი
  3. რეგიონი განვითარების სამინისტროსთვის – 895 177 ლარი
  4. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის – 695 259 ლარი
  5. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის – 692 555 ლარი
  6. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის – 660 220 ლარი
  7. იუსტიციის სამინისტროსთვის – 470 000 ლარი
  8. ჯანდაცვის სამინისტროსთვის – 315 835 ლარი
  9. განათლების სამინისტროსთვის – 443 328 ლარი
  10. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის – 358 955 ლარი

წინა განკარგულებისგან განსხვავებით, უწყებების სიას დაემატა განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

The post მთავრობამ 26 მაისის ღონისძიებების დასაფინანსებლად თანხა გაზარდა – 10 უწყებას 9 მლნ ლარამდე გამოეყო appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი