სიახლე

ნანუკა ჟორჟოლიანმა იზოლატორი დატოვა

მედიაცენტრი

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იზოლატორი დატოვა. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 მაისს შეუფარდა. ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. The post ნანუკა ჟორჟოლიანმა იზოლატორი დატოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი