სიახლე

კლინიკის ნევროლოგი, ფარმაცევტი და აფთიაქის მფლობელი დააკავეს- სამეგრელოში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გაყიდვის სქემა გაიხსნა

GuriaNews

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვა სამართალდამცავებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური უკანონო სააფთიაქო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სამი პირი: აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი. საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა ლოკაციაზე მოქმედი აფთიაქიდან, ყოველგვარი ნებართვისა და ექიმის რეცეპტის გარეშე, სისტემატურად ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. უკანონო ბიზნესს […] The post კლინიკის ნევროლოგი, ფარმაცევტი და აფთიაქის მფლობელი დააკავეს- სამეგრელოში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გაყიდვის სქემა გაიხსნა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვა სამართალდამცავებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური უკანონო სააფთიაქო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სამი პირი: აფთიაქის ხელმძღვანელი, ფარმაცევტი და ერთ-ერთი კლინიკის ექიმი-ნევროლოგი.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა ლოკაციაზე მოქმედი აფთიაქიდან, ყოველგვარი ნებართვისა და ექიმის რეცეპტის გარეშე, სისტემატურად ხდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. უკანონო ბიზნესს სამედიცინო დოკუმენტაციითა და მფარველობით კლინიკის ექიმი-ნევროლოგი ეხმარებოდა. ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით წამლები და შავი სალაროს თანხა.

უწყება გამოძიებას სსკ-ის 192-ე და 25-192 მუხლებით აწარმოებს (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და მასში დახმარება), რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

The post კლინიკის ნევროლოგი, ფარმაცევტი და აფთიაქის მფლობელი დააკავეს- სამეგრელოში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო გაყიდვის სქემა გაიხსნა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი