ცნობილია ჩოხატაურში მოკლული ახალგაზრდას ვინაობა
წუხელ ჩოხატაურში, სოფელ კოხნარში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი 35 წლის ზურა რაზმაძეა, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ გუშინვე დააკავა. “შოკში ვართ მომხდარით, წუხელის ბათუმში იყო ექსპერტიზაზე გადაყვანილი. დღეს ჩამოასვენებენ სახლში. ერთი საწყალი ობლად გაზრდილი ბიჭი იყო. მეუღლე და ორი შვილი დარჩა. სხვა ამ ეტაპზე არაფერი ვიცით” – ამბობენ ახლობლები. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და… The post ცნობილია ჩოხატაურში მოკლული ახალგაზრდას ვინაობა a…
პირველწყარო →