სიახლე

ირანის განცხადებით, ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა

მედიაცენტრი

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა. ,,საზღვაო ხომალდებს შორის იყვნენ ნავთობტანკერები, კონტეინერმზიდები და სხვა კომერციული გემები. ეს მოხდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებთან კოორდინაციითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით“, – ნათქვამია სამხედრო ძალების განცხადებაში. ამასთან, „ირანის რევოლუციურმა გვარდიამ“ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სრუტის გავლა მხოლოდ ირანთან წინასწარი კოორდინაციით არის დასაშვები. The post ირანის განცხადებით, ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი