სიახლე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

მედიაცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს: 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებისთვის თითოეული საგნის მიხედვით პასუხების ფურცლის ნიმუშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. აღნიშნული მიზნად ისახავს აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებსა და მასწავლებლებს წინასწარ გააცნოს ის ფორმატი, რომელშიც მათ საგამოცდო ტესტების პასუხების გადატანა მოუწევთ. ცენტრი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გამოცდაზე ფასდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, შესაბამისად მისი სწორად შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნიმუშებში დეტალურად არის წარმოდგენილი თითოეული საგნის პასუხების ფურცლის სტრუქტურა. აღნიშნული მასალების წინასწარ გაცნობა აბიტურიენტებს დაეხმარება უკეთ გაერკვნენ საგამოცდო პროცესში, მართონ დრო და თავიდან აიცილონ ტექნიკური ხარვეზები. The post შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი