სიახლე

,,აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს” – ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი

მედიაცენტრი

ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ევროპიდან 5 000 სამხედროს გაიყვანს. გენერლის განმარტებით, აღნიშნული სამხედროების დიდი ნაწილი „ჯავშანტექნიკის ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის“ წევრები არიან, რომლებიც აშშ-ში ბრუნდებიან. გარდა ამისა, ვაშინგტონმა უკვე გააუქმა საარტილერიო ბატალიონის მანამდე დაგეგმილი როტაცია ევროპაში. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ამერიკული კონტინგენტის შემცირება რეგიონის უსაფრთხოებაზე, გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის შემდეგ, როდესაც აღნიშნული ბრიგადა ევროპაში ჩამოვიდა, ალიანსში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და მოკავშირეებმა საკუთარი თავდაცვისუნარიანობა გააძლიერეს. The post ,,აშშ ევროპიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს” – ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი