იტალიური კინოვარსკვლავი ორნელა მუტი თბილისის საქველმოქმედო საღამოზე
ფონდი “ცხოვრება მშვენიერიას” ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს პატრონაჟით კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება და მხარდაჭერა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი იტალიელი მსახიობი ქალი ორნელა მუტი. ხანგრძლივი კინემატოგრაფიული კარიერის განმავლობაში, ორნელა მუტიმ წარმატებით ითანამშრომლა ისეთ რეჟისორებთან, როგორიცაა დამიანო დამიანი, მარიო მონიჩელი, დინო რიზი, ეტორე სკოლა და სხვ. სულ ახალახან კი მსახიობი გამორჩეული კინოკარიერისთვის პრესტიჟული პრიზით, დონატელოს სპეციალური დავითით დაჯილდოვდა. კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართულ საღამოზე, რომელზეც ქართველი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით ცნობილი იტალიური და ქართული… The post იტალიური კინოვარსკვლავი ორნელა მუტი თბილისის საქველმოქმედო საღამოზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →