სიახლე

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია […] The post პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

პოლიციამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი