სიახლე

ტრამპი განიხილავს სანქციების მოხსნას იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განიხილავს იმ ჩინური კომპანიებისთვის სანქციების მოხსნას, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ. „გადაწყვეტილებას მომდევნო რამდენიმე დღეში მივიღებ. ჩვენ ნამდვილად ვისაუბრეთ ამაზე“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პარასკევს. ჟურნალისტების კითხვაზე, აიღო თუ არა სი ძინპინმა მყარი ვალდებულება, რომ ირანზე ზეწოლა მოახდინოს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მიზნით, ტრამპმა უპასუხა: „მე სამსახურს არავის ვთხოვ, რადგან როდესაც სხვას სთხოვ სამსახურს, სანაცვლოდაც სამსახური უნდა გაუწიო“. ტრამპის აზრით, სის სურს სრუტის გახსნა და აღნიშნა, რომ ჩინეთი თავისი ნავთობის მნიშვნელოვან ნაწილს სპარსეთის ყურიდან იღებს. The post ტრამპი განიხილავს სანქციების მოხსნას იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი