საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს — Cnoba

elNews სიახლე 24 Feb 2026, 20:36

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე. დეკანოზი კონსტანტინე ხვალიდან, 25 თებერვლიდან დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, ხოლო დაიკრძალება შაბათს, 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ კონსტანტინეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა … საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს Read More » The post საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on elNews.ge.

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ამა წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა თბილისის წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერის ბაღთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე.

დეკანოზი კონსტანტინე ხვალიდან, 25 თებერვლიდან დასვენებული იქნება ამავე ტაძარში, ხოლო დაიკრძალება შაბათს, 28 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ კონსტანტინეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი კონსტანტინე“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

The post საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on elNews.ge.


რელევანტური