სიახლე

ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს

MegaTV

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება “პრეგაბალინი” ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 155 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება “პრეგაბალინი” ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მსგავსი