სიახლე

უცნაური გაფიცვა

GuriaNews

რამდენიმე დღის წინ ინდურმა მასმედიამ სენსაციური ცნობა გაავრცელა. ინდოეთის აღმოსავლეთით მომუშავე გველების შემლოცველებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს. ამ ადამიანებმა 18 წლის წინანდელი კანონის შეცვლა მოითხოვეს, რომლის თანახმადაც მათ რეპტილიებით გამოსვლა ეკრძალებოდათ. შემლოცველებმა ფლეიტების თანხლებით ქალაქ კალკუტის ქუჩებში ჩაიარეს. ამ პიროვნების სახელი არ გაგიგიათ, მაგრამ დღეიდან აუცილებლად გეცოდინებათ. ბატონი რაქტი დასი ინდოეთის გველების შემლოცველების ფედერაციის ხელმძღვანელია. რაქტი […] The post უცნაური გაფიცვა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

რამდენიმე დღის წინ ინდურმა მასმედიამ სენსაციური ცნობა გაავრცელა.

ინდოეთის აღმოსავლეთით მომუშავე გველების შემლოცველებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს. ამ ადამიანებმა 18 წლის წინანდელი კანონის შეცვლა მოითხოვეს, რომლის თანახმადაც მათ რეპტილიებით გამოსვლა ეკრძალებოდათ.

შემლოცველებმა ფლეიტების თანხლებით ქალაქ კალკუტის ქუჩებში ჩაიარეს.

ამ პიროვნების სახელი არ გაგიგიათ, მაგრამ დღეიდან აუცილებლად გეცოდინებათ. ბატონი რაქტი დასი ინდოეთის გველების შემლოცველების ფედერაციის ხელმძღვანელია.

რაქტი დასმა განაცხადა, რომ მთავრობამ ტრადიციული ხელოვნება ისევ უნდა დააკანონოს, რადგან თითქმის ორი ათეული წლის წინათ მიღებული კანონი მათ ცხოვრებისეულ მოწყობას საფრთხეს უქმნის.

ინდოელი გველების წარმოდგენის ლეგალიზაციის მომხრეები ასევე მოითხოვენ ქვეყნის ყველა კუთხეში გველის შხამის მიმღები პუნქტების გახსნას, რომელსაც შემდგომში სამედიცინო მიზნებით გამოიყენებენ.

The post უცნაური გაფიცვა    appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი