სიახლე

“მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას” – ნიკა გვარამია

Alia

კოალიციის “ცვლილებებისთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის რეზოლუციას ეხმაურება: მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად. გუშინ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც: გმობს საქართველოს მთავრობის „არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს“ და ხაზს უსვამს ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე; რეზოლუცია შეიცავს […] The post “მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას” – ნიკა გვარამია appeared first on .

პირველწყარო →
კოალიციის “ცვლილებებისთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის რეზოლუციას ეხმაურება:
მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად.
გუშინ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც:
🚩 გმობს საქართველოს მთავრობის „არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს“ და ხაზს უსვამს ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე;
🚩 რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, რომ საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის ადრე მინიჭებული საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის საკითხი;
🚩 ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ ღირებულებებს და არ ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები.

The post “მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას” – ნიკა გვარამია appeared first on .


მსგავსი