“რუსეთმა სერიოზულად და მიიღოს ის, რომ ვერ გაიმარჯვებს ამ ომში“- ანტონიუ კოშტა — Cnoba
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროპა მიესალმება მდგრადი მშვიდობისკენ ყველა ძალისხმევას. „ჩვენ მივესალმებით ყველა ძალისხმევას მდგრადი მშვიდობისკენ, მათ შორის შეერთებული შტატებიდან ჩვენი პარტნიორების მიერ, რუსეთი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან სერიოზულად და მიიღოს ის, რომ ვერ გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ. ასევე, კოშტამ აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ ბიუროკრატია, ეს არის ტრანსფორმაცია, რომელსაც მოაქვს რეალური სარგებელი უკრაინელი ხალხისთვის. „ევროკავშირის ინსტიტუტებთან ტექნიკური მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ გზაზე უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ. The post “რუსეთმა სერიოზულად და მიიღოს ის, რომ ვერ გაიმარჯვებს ამ ომში“- ანტონიუ კოშტა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.