ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს დამატებით 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს
ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს დამატებით 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს. საუბარია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვის, ანთების საწინააღმდეგო და სხვა, ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. ინიციატივა 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია. რეფერენტული ფასების რეფორმით, სახელმწიფო განსაზღვრავს მედიკამენტების ღირებულების მაქსიმალური ზღვარს, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია იკრძალება. ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მოსაზრებები ორი კვირის ვადაში სამინისტროს წარუდგინონ. სამი წლის წინ დაწყებული პროცესის ფარგლებში აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე მედიკამენტების ნაწილზე მაქსიმალურ ღირებულება უკვე განსაზღვრა. შედეგად, სამინისტროს ინფორმაციით 7500-მდე ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით უკვე შემცირდა. რეფორმის მთავარი მიზანი პროდუქციის გაიაფება და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის… The post ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს დამატებით 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVA…
პირველწყარო →