სიახლე

,,რეაქტიული საწვავის ფასები მკვეთრად იზრდება” – მედია

მედიაცენტრი

The Wall Street Journal-ის ცნობით, ნიუ-ჰემფშირის ყოფილმა გუბერნატორმა, კრის სუნუნუმ ვაშინგტონში ბოლო ვიზიტისას ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი გააფრთხილა: ავიაბილეთების ისედაც მაღალი ფასები მკვეთრად გაიზრდება, თუ ირანში ომი მალე არ დასრულდება. „რესპუბლიკელმა“ სუნუნუმ, რომელიც ინდუსტრიული ჯგუფის, Airlines for America-ს პრეზიდენტის რანგში რამდენიმე უმსხვილეს ავიაკომპანიას წარმოადგენს, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გააფრთხილა რეაქტიული საწვავის მაღალი ფასებით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების შესახებ. სუნუნუ ამტკიცებს, რომ ომი მალე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. კონფიდენციალურ საუბრებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ საწვავის მზარდი ფასების გამო „რესპუბლიკელები“ პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან. ბევრი… The post ,,რეაქტიული საწვავის ფასები მკვეთრად იზრდება” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი