სიახლე

ნია იმნაძეს დღეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე

მედიაცენტრი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, ნია იმნაძეს დღეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ. ამის შესახებ პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს. “ჯიუტად არიდებდა თავს სასამართლოში ნებაყოფლობით მოსვლას, რის გამოც შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე მის იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დღეს არის სწორედ ის სხდომა, როდესაც ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა”, – აცხადებს პროკურორი. The post ნია იმნაძეს დღეს სასამართლოში იძულებით მიიყვანენ – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი