გარდაბანის კულტურის სახლში 8 მაისს გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და მოიცავს თემატურ გამოფენას, პატრიარქის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი საარქივო ვიდეომასალის ჩვენებასა და საუბარს მის ღვაწლზე, განსაკუთრებული ყურადღებით გარდაბნის რეგიონთან კავშირზე. საღამო ქართული ხმების მუსიკალური ნომრებით დასრულდება.
იხილე სრულად: regionnews.ge ↗