სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი იწვის
სამტრედიაში, რაზმაძის ჩიხთან, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულების შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შესულა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
იხილე სრულად: mcm.ge ↗