„რუსეთი მათ წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს“- მედვედევის მუქარა — Cnoba
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ბირთვულ იარაღს უკრაინას თუ გადასცემენ, რუსეთი ლონდონისა და პარიზის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს. „ეს ინფორმაცია ვითარებას რადიკალურად ცვლის. ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის პირდაპირ გადაცემაა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენოს. ეს სიმეტრიული პასუხი იქნება, რისი უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს“, – განაცხადა მან. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან. მათივე თქმით, ლონდონსა და პარიზში სურთ,… The post „რუსეთი მათ წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს“- მედვედევის მუქარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.