გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლსა და იმერეთში ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარსა და ხრამზე მოქალაქეებმა აკრძალული მეთოდით დაახლოებით 6 კგ ხრამული მოიპოვეს, ხოლო თერჯოლაში – დაახლოებით 3 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
საქმეები სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით უკანონო თევზჭერის 85 ფაქტია გამოვლენილი.