სიახლე

პუტინი შიშობს, რომ რუსული ელიტა სახელმწიფო გადატრიალებას მოუწყობს

GuriaNews

რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ფედერალურმა დაცვის სამსახურმა (ФСО) მნიშვნელოვნად გააძლიერა ვლადიმერ პუტინის დაცვა, რადგან მას მკვლელობის შესაძლო მცდელობის და სამხედრო გადატრიალების ეშინია _ იუწყება meduza.io. ФСО-მ რუსეთის პრეზიდენტის დაცვის გასაძლიერებლად შემდეგი ზომები შემოიღო: _ პუტინი რამდენიმე კვირას ატარებს მოდერნიზებულ ბუნკერებში, ყველაზე ხშირად, კრასნოდარის მხარეში. _ არც პუტინი და არც მისი ოჯახის წევრები აღარ დადიან მოსკოვის […] The post პუტინი შიშობს, რომ რუსული ელიტა სახელმწიფო გადატრიალებას მოუწყობს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ფედერალურმა დაცვის სამსახურმა (ФСО) მნიშვნელოვნად გააძლიერა ვლადიმერ პუტინის დაცვა,  რადგან მას მკვლელობის შესაძლო მცდელობის და სამხედრო გადატრიალების ეშინია _ იუწყება meduza.io.

ФСО-მ რუსეთის პრეზიდენტის დაცვის გასაძლიერებლად შემდეგი ზომები შემოიღო:

_ პუტინი რამდენიმე კვირას ატარებს მოდერნიზებულ ბუნკერებში, ყველაზე ხშირად, კრასნოდარის მხარეში.

_ არც პუტინი და არც მისი ოჯახის წევრები აღარ დადიან მოსკოვის შემოგარენში და ვალდაიში მდებარე რეზიდენციებში.

_ 2026 წელს პუტინი ერთხელაც არ ყოფილა სამხედრო ობიექტებზე მაშინ, როცა ასეთი ვიზიტები გასულ წელს რეგულარული იყო.

_ პუტინის უახლოესი თანამოაზრეების სახლებში დამონტაჟდა სათვალთვალო სისტემები. პრეზიდენტთან მომუშავე შეფ-მზარეულებს, მცველებსა და ფოტოგრაფებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ეკრძალებათ და ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორდონიან უსაფრთხოების შემოწმებას გადიან, ამასთან, მათ შორის, ფედერალური დაცვის სამსახურის უტარებს ჩხრეკას.

_ პუტინთან დაახლოებულ თანამშრომლებს ტელეფონების გამოყენების უფლება მხოლოდ ინტერნეტთან წვდომის გარეშე აქვთ.

The post პუტინი შიშობს, რომ რუსული ელიტა სახელმწიფო გადატრიალებას მოუწყობს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი