სიახლე

,,ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს” – მიტროპოლიტი შიო

მედიაცენტრი

,,ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაკურნებელი წყალი ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს. ,,ძვირფასო ძმებო და დებო, რახან ჩვენ გავიხსენეთ ახალი აღთქმის ემბაზი, ნათლისღება, მინდა, დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს!“, -აღნიშნა მეუფე შიომ. The post ,,ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს” – მიტროპოლიტი შიო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი