საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, უკრაინა კვლავ ფეხზე დგას. საფრანგეთი და ევროპა მტკიცედ არიან გადაწყვეტილნი, მხარი დაუჭირონ უკრაინას მშვიდობის მიღწევაში, რასაც რუსეთი ჯიუტად უარყოფს. რუსეთი უკრაინაში ომის მიღმაც საფრთხედ რჩება. უკრაინაში ომი არ არის პერიფერიული კონფლიქტი. რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები: საზღვრების ურღვევობა, სახელმწიფოების სუვერენიტეტი. ის, რაც უკრაინაში ტოლერირებულ იქნება, მთელი ევროპისთვის პრეცედენტს შექმნის.
The post საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები appeared first on გურია ნიუსი.