ევროკავშირმა რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას შეუერთდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ევროკავშირმა რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით „პასუხისმგებლობისა და მართლმსაჯულების უზრუნველყოფა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე თავდასხმების საპასუხოდ“. ევროპარლამენტარებმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, რომ შეთანხმებას რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდნენ და სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაასრულონ. რეზოლუციას მხარი 446-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო 63-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს და რუსეთის ლიდერებმა აგრესიის დანაშაულში, ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და სხვა საერთაშორისო დანაშაულებში… The post ევროკავშირმა რეზოლუცია მიიღო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →