განახლდა
დღეს: 363 სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს

ცენტრის ინფორმაციით, დაიწყო მოხალისეების მიღება, პროექტში მონაწილეობის მსურველებს კი რეგისტრაციის გავლა QR კოდის სკანირებით ან ონლაინ ბმულით შეუძლიათ.https://docs.google.com/…/1FAIpQLSfL7TYnk5nKwPzUjB…/viewform რეგისტრაცია 31 მაისამდე გაგრძელდება. პროექტის მიზანია ქალაქის კულტურული ცხოვრების…

იხილე სრულად: regionnews.ge ↗

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სახელოვნებო წრეებისთვის სასწავლო პროცესი დროებით შეიცვლება

განცხადებას მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქალაქ მარნეულის კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის გამო, კულტურის სახლში მოქმედი სახელოვნებო ჯგუფები, ანსამბლები და წრეები დროებით ახალ სივრცეში გადაინაცვლებენ. კულტურის ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო…

მარნეულის კულტურის ცენტრი ახალგაზრდებს სამაგიდო თამაშების დღეზე იწვევს

მარნეულის კულტურის ცენტრი 14+ ასაკის ახალგაზრდებს სამაგიდო თამაშების საინტერესო და შემეცნებით დღეზე იწვევს. ღონისძიება 28 მაისს, კულტურის ცენტრში, 14:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება. მონაწილეებს მრავალფეროვანი სამაგიდო თამაშები, მეგობრული გარემო და სახალისო აქტივობები ელოდებათ. ორგანიზატორების…

მარნეულის კულტურის ცენტრი იწყებს ახალ პროექტს – „ფოკუსი“

მარნეულის კულტურის ცენტრი ახალ პროექტს – „ფოკუსს“ იწყებს, რომელიც ახალგაზრდებს დოკუმენტური კინოს შექმნისა და რეალური ისტორიების ეკრანიზაციის შესაძლებლობას მისცემს. პროექტი მიზნად ისახავს რეალური ისტორიების, თემებისა და ემოციების კინოს ენით გადმოცემას და მონაწილეებს დაეხმარება შემოქმედებითი და…

მარნეულის კულტურის ცენტრის ანსამბლი „ენგური“ თბილისის კულტურის ცენტრში გამართულ ფესტივალზე წარდგა

26 აპრილს, ქალაქ თბილისის კულტურის ცენტრში, არტ ჰოლში, ახალგაზრდა შემოქმედთა ხელოვნების ფესტივალი „CUP OF CAUCASUS 2026“ ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ენგურმა“ მიიღო.

მარნეულის კულტურის ცენტრი კონცერტს „შვედეთიდან – საქართველომდე“ მასპინძლობს

13 ივლისს, 18:00 საათზე, მარნეულის კულტურის ცენტრის ფოიეში მუსიკალური საღამო „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და…

მარნეულის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“ წარმატებით იასპარეზეს

23 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლის სცენაზე ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“-ის გალა კონცერტი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერის ანსამბლი და ბავშვთა ვოკალური სტუდიის სოლისტები – ანდრია მიშველიძე…

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში კონცერტი „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართა

დღეს, 13 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფოიეში მუსიკალური საღამო „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართა. კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარუდგინეს, რომელმაც შვედური და ქართული კულტურის მუსიკალური ტრადიციები გააერთიანა.

მარნეულის კულტურის სახლში მუსიკალური სკოლის პირველკლასელთა ღია კონცერტი გაიმართა

15 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური სკოლის პირველკლასელთა ღია კონცერტი ჩატარდა. კონცერტის ფარგლებში სცენაზე საფორტეპიანო და საგუნდო ნომრები შესრულდა. ახალგაზრდა მუსიკოსებმა და მომღერლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობები…

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მარნეულის კულტურის ცენტრში ✨🌈

მარნეულის კულტურის ცენტრი ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 💖🎈 „ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ ბედნიერ, ჯანმრთელ და ნათელი მომავლით სავსე ბავშვობას“, – აღნიშნულია მარნეულის კულტურის ცენტრის მილოცვაში. ✨🌈

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი „ფილმის ჩვენების კვირეულს“ გამართავს

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი 10-24 ივლისს „ფილმის ჩვენების კვირეულს“ გამართავს. კინოჩვენებები გაიმართება სოფელ ხოჯორნიში (10 ივლისი, 15:00), სოფელ წერაქვიში (16 ივლისი, 21:00) და „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტის სკვერიზე (23-24 ივლისი, 20:00). ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია…

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა La’Art-ის გამოფენა

დღეს, 4 ივლისს,მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა La’Art-ის გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი შემოქმედების მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლების დიდი ინტერესი გამოიწვია.

მარნეულის კულტურის სახლში მუსიკალური სკოლის ღია კონცერტი გაიმართა

29 ივნისს, მარნეულის კულტურის სახლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური სკოლის ღია კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მოსწავლეებმა საფორტეპიანო და საგუნდო ნომრები შეასრულეს.