„ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, მთელ რეგიონს მძევლად აიყვანდა“ – რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონდა, მთელი რეგიონი მისი მძევალი იქნებოდა. რუბიომ მაგალითად მოიყვანა ჰორმუზის სრუტე. მისი თქმით ჰორმუზი ფაქტობრივად ეკონომიკური ბირთვული იარაღია, რომელსაც ირანი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ იყენებს. „წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს ბირთვულ იარაღთან წვდომა რომ ჰქონოდათ. ისინი მთელ რეგიონს მძევლად აიყვანდნენ. ვერაფერს ვუზამდით „ჰეზბოლას“, „ჰამასს“, ერაყის შიიტურ მეამბოხეებს, იმიტომ რომ ისინი ბირთვული იარაღით იქნებოდნენ და იტყოდნენ, რომ ხელშეუხებელნი არიან. ეჭვი არ მეპარება, რომ, თუ აღნიშნული რადიკალები ირანი ხელისუფლებაში დარჩებიან, ერთ დღეს გადაწყვეტენ, რომ მათ ბირთვული იარაღი სჭირდებათ“, – განაცხადა რუბიომ Fox News-ის ეთერში. The post „ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, მთელ რეგიონს მძევლად აიყვანდა“ – რუბიო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →