შვილად აყვანის წესი იცვლება
შვილად აყვანის მსურველი პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში სოციალური აგენტი მონაწილეობას აღარ მიიღებს. ცვლილება შედის “შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ“ კანონის ყველა იმ მუხლში, რომელიც მშვილებლის (ასევე, მინდობით აღმზრდელის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის, სავალდებულო წინაპირობად, მის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად შესაბამისი სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერის წარდგენას ითვალისწინებს. “შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ“ კანონის მოქმედი რეგულაციის მიხედვით, მთელ რიგ გარემოებებთან ერთად, მშვილებლის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წარმოებს. შეფასების მიზნით, შვილად… The post შვილად აყვანის წესი იცვლება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →