დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოყო — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 24 Feb 2026, 07:29

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოყო, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. „პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას უხელმძღვანელებს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, ივეტ კუპერი კიევს ეწვევა. „ამ მძიმე წლისთავზე, უკრაინელი ხალხისთვის ჩვენი გზავნილი მარტივია: დიდი ბრიტანეთი თქვენს გვერდით დგას. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, – აცხადებს კირ სტარმერი. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული პაკეტი უკრაინისთვის ენერგეტიკული დახმარების სახით 20 მილიონ გირვანქა… The post დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური