„უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ჯამში 64 095 ადამიანია“ – კობახიძე — Cnoba
საჯარო და კერძო სექტორში უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა 5-წლიან პერსპექტივაში ჯამში 64 095 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც უნივერსიტეტების ლექტორებიც ესწრებოდნენ. კობახიძის თქმით, აღნიშნული მაჩვენებლიდან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება კერძო სექტორში ფიქსირდება, ხოლო 21 779-ის – საჯარო სექტორში. მონაცემები მოიცავს როგორც ახალი სამუშაო ადგილების ზრდას, ასევე ჩანაცვლების მოსალოდნელ მაჩვენებელს. „ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად. ეს მაჩვენებელი შეადგენს 64 095-ს. აქედან 42 316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში,… The post „უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ჯამში 64 095 ადამიანია“ – კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.