ბატონი ნიაზ დიასამიძე ნამდვილი თბილისელი კოლორიტი და მეტად მოსწრებული ენის პატრონი იყო. სამწუხაროდ ასეთი პიროვნებები დღეს ჩვენს ქალაქში ერთი-ორი თუა დარჩენილი.
ქართლოს კასრაძე იხსენებდა:
“ერთ დღეს ნიაზი სიცილით მეუბნება: “ ხომ იცი, ამ ბოლო დროს “ზაპოი” მაქვს, შინ რომ მივალ, დედაჩემი უკვე კარს იქიდან გრძნობს ღვინის სუნს და სახლში არ მიშვებს ხოლმე.
ჰოდა, გუშინ მაგრად მოვატყუე – ვარდის ლიქიორით დავთვერი და რომ მივედი გახარებულმა გამიღო კარი, ეგონა ყვავილები მივუტანე. ”რაღაცნაირი ხუმრობა იცოდა, სხარტი, გონიერი, თანაც უცებ მოიფიქრებდა ხოლმე.
ერთხელ ბელინსკის ქუჩაზე ჩავდივართ, ზამთარია, მოყინულია ქუჩა. დამიცურდა ფეხი და ჯერ კიდევ ჰაერში ვიყავი, სანამ დავეცემოდი. ნიაზმა მოასწრო, ჩაიკუზა და ამომძახა: “დაჯე, ვილაპარაკოთ!” “
The post „ვარდის ლიქიორი“ appeared first on გურია ნიუსი.