ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს — Cnoba

Alia სიახლე 24 Feb 2026, 07:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, დანის გამოყენებით სამ პირს: 1969 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს და 1985 წელს დაბადებულ მ.გ.-ს სხეულის დაზიანება […] The post ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს appeared first on .

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, დანის გამოყენებით სამ პირს: 1969 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს და 1985 წელს დაბადებულ მ.გ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ს. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე, ბათუმში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს appeared first on .


რელევანტური