განახლდა
დღეს: 1163 სიახლე

“საჭიროა სწრაფი შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების შესახებ”- მერცი

გერმანიის კანცლერის თქმით, საჭიროა სწრაფი შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების შესახებ, ირანის ბირთვული პროგრამის საბოლოოდ დასრულება და უზრუნველყოფა, რომ ისრაელი აღარ იყოს საფრთხის ქვეშ. „კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების ასეთ…

იხილე სრულად: mcm.ge ↗
Metronome

კირ სტარმერი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენასთან დაკავშირებით გეგმის შესამუშავებლად საერთაშორისო ლიდერების სამიტს უმასპინძლებს

გაერთიანებული სამეფო ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენასთან დაკავშირებით გეგმის შესამუშავებლად საერთაშორისო ლიდერების სამიტს უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო არ…

Metronome

კაია კალასი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობისთვის ევროკავშირი დიპლომატიურ გზებს ეძებს და აშშ-ის მოკავშირეებს სამხედრო გემების გაგზავნას სთხოვს

ევროკავშირის უმღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობისთვის ევროკავშირი დიპლომატიურ გზებს ეძებს და აშშ-ის მოკავშირეებს სამხედრო გემების გაგზავნას სთხოვს. კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მზად არ არიან, საკუთარი სამხედრო…

Ajara Times

ნაოსნობის წესების დარღვევისთვის კონტეინერმზიდი გემი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ლიბერიის დროშის The post ნაოსნობის წესების დარღვევისთვის კონტეინერმზიდი გემი დააკავეს first appeared on აჭარა თაიმსი.

Timer

კალასი: ევროკავშირი მზად არის, გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ხომალდები ახლო აღმოსავლეთში ნაოსნობის დასაცავად

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, გაგზავნოს დამატებითი სამხედრო ხომალდები ახლო აღმოსავლეთში ნაოსნობის დასაცავად და ჰორმუზის სრუტის ღიად შესანარჩუნებლად, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება. „როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება, ევროპა თავის როლს…

,,ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს” – მედია

როგორც CNN წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“. მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საზღვაო გზა ნაღმებისგან გაწმინდეს და მას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს. გემების მონიტორინგის პლატფორმა…

Metronome

ჩინეთი აშშ-სა და ირანს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის რაც შეიძლება მალე აღდგენისკენ მოუწოდებს

ჩინეთი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს, აღადგინონ უსაფრთხო მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, მას შემდეგ, რაც ორ მხარეს შორის დაპირისპირება ხელახლა გამწვავდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ეს სტრატეგიული სრუტე, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ნორმალური…

Alia

„ბლუმბერგი“: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტეში საომარი მოქმედებების დასრულებაზე შეთანხმების გაფორმებას უახლოვდებიან

„ბლუმბერგის” ინფორმაციით, აშშ და ირანი 15-17 ივნისს დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე ჰორმუზის სრუტეში საომარი მოქმედებების დასრულებისა და ნაოსნობის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უახლოვდებიან. „დიდი შვიდეულის“ სამიტი 15-17 ივნისს საფრანგეთის ალპებში, ევიანში გაიმართება. ჟენევა ახლოს…

Metronome

“აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტეში საომარი მოქმედებების დასრულებაზე შეთანხმების გაფორმებას უახლოვდებიან” – ბლუმბერგი

„ბლუმბერგის” ინფორმაციით, აშშ და ირანი 15-17 ივნისს დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე ჰორმუზის სრუტეში საომარი მოქმედებების დასრულებისა და ნაოსნობის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას უახლოვდებიან. „დიდი შვიდეულის“ სამიტი 15-17 ივნისს საფრანგეთის ალპებში, ევიანში გაიმართება. ჟენევა ახლოს…

აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ

აშშ-მა და ირანმა მიაღწიეს „პრინციპულ შეთანხმებას“, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ითვალისწინებს. შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა სახის კონტროლს შეინარჩუნებს ირანი სრუტეზე. ამავდროულად, ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სამხედრო…

Metronome

ირანული მედიის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში ორ სუპერტანკერზე თავდასხმა განხორციელდა

ჰორმუზის სრუტეში ორ სუპერტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. ირანული მედიის ინფორმაციით, ორი სუპერტანკერი აფეთქდა და გაჩერდა ჰორმუზის სრუტეში არაავტორიზებული მარშრუტის გადაკვეთის შემდეგ. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის განცხადებაში ნათქვამია…

არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმაზე ირანს ადანაშაულებს

The Times of Israel-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმაზე ირანს ადანაშაულებს. გაერთიანებული საამიროების ნავთობკომპანიის 2 გემზე თავდასხმა განხორციელდა, მაშინ როდესაც ისინი ჰორმუზის სრუტეში გადაადგილდებოდნენ. თავდასხმის სამიზნე აბუ-დაბის ეროვნულ…

Timer

დონალდ ტრამპი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება. „ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და…