შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს, რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში 1966 წელს დაბადებულ მ.ხ.-ს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ხელჩანთა პირადი ნივთებითა და თანხის ნაწილით ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.