სიახლე
უკრაინაში 2 წლის წინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს, სამშობლოში 26 აპრილს ჩამოასვენებენ
მედიაცენტრი
უკრაინაში 2 წლის წინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით ღოღაძეს, სამშობლოში 26 აპრილს ჩამოასვენებენ. გავრცელებული ინფორმაციით,მას თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი თელავში გადაასვენებენ. ქართველი მებრძოლი დავით ღოღაძე უკრაინაში 2024 წლის 7 მაისს დაიღუპა. ის ქართული საბრძოლო ქვედანაყოფის ” შავი არწივის” წევრი იყო. ამავე ქვედანაყოფიდან ღოღაძესთან ერთად ქართველი მებრძოლი ბესო ლომიძეც დაიღუპა. ორივე მათგანი ავდეევკის მიმართულებით მიმდინარე შეტაკებებს იმ დროს ემსხვერპლა, როცა დაღუპული თანამებრძოლის, სოსო გუგუტიშვილის ფრონტის ხაზიდან გამოყვანას ცდილობდნენ. დავით ღოღაძეს თელავში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. The post უკრაინაში 2 წლის წინ დაღუპულ ქართველ მებრძოლს, სამშობლოში 26 აპრილს ჩამოასვენებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.