რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტის დეტალები ცნობილია
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტის დეტალები გაასაჯაროვა. ევროპული საბჭოს პრესრელიზის მიხედვით, ახალ პაკეტი მოიცავს 120 ინდივიდუალური შეზღუდვას, იზრდება ზეწოლა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე. სანქციების მეოცე პაკეტი ითვალისწინებს ზომებს რუსეთის ფინანსური დაწესებულებების, მესამე ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანქციების ახალი პაკეტი ქმნის საფუძველს სამომავლოდ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვების აკრძალვისთვის. ეს განხორციელდება დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან და ფასის ზედა ზღვრის კოალიციაში შემავალ სახელმწიფოებთან სრული კოორდინაციით. მეოცე პაკეტი მოიცავს 36 სანქციას რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ყველა რგოლის… The post რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-20 პაკეტის დეტალები ცნობილია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →