ილია თოფურია ესპანეთს ტოვებს, ის საცხოვრებლად ამერიკაში გადადის. ამის შესახებ MMA-ს ვარსკვლავმა კანადელ-ამერიკელი სპორტული ჟურნალისტის არიელ ჰელვანის შოუში განაცხადა.
ქართველი მებრძოლი ესპანეთიდან აშშ-ში, კერძოდ მაიამიში გადასახლებას აპირებს. თოფურია დატოვებს სახლს მადრიდის პრესტიჟულ რაიონში და გადასახლდება იქ, სადაც მისი ყოფილი მეუღლე და ქალიშვილი არიან.
თოფურიამ თქვა, რომ აშშ-ში ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლამდე კარგა ხნით ადრე მიემგზავრება.
ბრძოლა 14 ივნისს თეთრ სახლშია დანიშნული. როგორც ვარსკვლავმა შოუში განაცხადა, ის ამას დროში სხვაობასთან შეგუებისთვის აკეთებს, თუმცა როდის აპირებს ამერიკაში გადაბარგებას, არ დაუზუსტებია.
„შემდეგ, ერთიდან სამ წლამდე პერიოდს, მაიამიში ვიცხოვრებ” – უთხრა თოფურიამ ჰელვანის.
The post ილია თოფურია ესპანეთს ტოვებს – ცნობილია სად იცხოვრებს ამიერიდან ქართველი მებრძოლი appeared first on elNews.ge.